იაპონიაში ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო

იაპონიაში ტაიფუნ „მინდულის“ გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტაიფუნი იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. სტიქიის ცენტრში ქარის სიჩქარე 180 კმ/სთ-ს შეადგენს. ასევე ტაიფუნის გამო ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ტოკიოს აეროპორტებში 85 საერთაშორისო და 400-ზე მეტი შიდა ავიარეისი გაუქმდა. იაპონელი მეტეოროლოგები მოსახლეობას წყალდიდობების და მეწყერების შესახებ აფრთხილებენ. ადგილობრივი მედია სულ მცირე ორი დაშავებულის შესახებ იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები