ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი მის ავიაბაზებს აღარ იყენებს

რუსული ავიაცია აღარ იყენებს ირანის ავიაბაზებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაჰრამ კასიმიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვსა და თეირანს შორის გაფორმებული შეთანხმება ჰამადანის აეროდრომის დროებით გამოყენებას ითვალისწინებდა.
„ავადარტყმები სირიაში, „ბოევიკების“ პოზიციებზ,ე ჩვენთან შეთანხმებით განხორციელდა“, – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. მანამდე ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეჰგანმა რუსი კოლეგები ირანის სამხედრო ბაზის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები