„ისლამური სახელწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 40 ადამიანი დახვრიტეს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 40 ადამიანი დახვრიტეს. ტერორისტებმა ეს პირები ქალაქ მოსულში მშვიდობიან მოსახლეობასთან კავშირში დაადანაშაულეს, რომელიც დასახლებული პუნქტიდან გაქცევას გეგმავდა. ამის თაობაზე სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
სიკვდილით დასჯილთა შორის ზოგიერთი ადამიანი ადრე ერაყის უშიშროების სტრუქტურებში მუშაობდა.