აზერბაიჯანში ვალუტის შეძენაზე შეზღუდვები დაწესდა

ბაქოში უმსხვილესმა ბანკებმა დასვენების დღეებში ვალუტის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს, ან საერთოდ შეწყვიტეს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
მაქსიმალური თანხა, რომლის გადაცვლაა შესაძლებელი, 500 აშშ დოლარს შეადგენს.
შეზღუდვების დაწესების შემდეგ „შავ ბაზარზე“ აზერბაიჯანული ვალუტა 1,7 მანათით გაიაფდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მანათი 7%-ით გაიაფდა, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მანათზე მეტად მხოლოდ ტაჯიკური სომონი გაუფასურდა. აზერბაიჯანის ვალუტის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ნავთობის გაიაფებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები