მადაგასკარზე საფრანგეთის ორი მოქალაქე მოკლეს

კუნძულ მადაგასკარზე საფრანგეთის ორი მოქალაქე მოკლეს. ისინი გარემოს დაცვის ორგანიზაციაში მუშაობდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირები მადაგასკარის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე სანტა მარიას კუნძულზე მოკლეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულები 25 წლის მამაკაცი და 23 წლის ქალია. მათი ცხედრები ღამის კლუბის მახლობლად აღმოაჩინეს. ორივეს ჭრილობები თავის არეში ჰქონდათ მიყენებული. მკვლელობის გამოძიებაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ფრანგი სამართალდამცველებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები