ნავთობი ისევ გაიაფდა

ორშაბათს გამართული ვაჭრობის შედეგად ნავთობი კვლავ გაიაფდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელი 50,02 დოლარი ღირს, ხოლო WTI-ის ერთი ბარელი 51 ცენტით გაიაფდა და მისმა ფასმა $48,01 დოლარი შეადგინა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Brent-ის ნავთობის ფასი 50 დოლარზე დაბლა დაიწევს. ბაზარზე ამჟამად მიწოდებასა და მოთხოვნას შორის კვლავ დისბალანსი შეინიშნება. Morgan Stanley კიდევ უფრო რადიკალურ პროგნოზებს აკეთებს. მისი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი ბარელი ნავთობი 40 დოლარამდე გაიაფდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები