„ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი ამ ქვეყნიდან, ჯერ დაუდგენელია“

საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თუმცა დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა აღნიშნული ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია.
„გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, – აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სულ დაკავებულია შვიდი პირი.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას. დაკავებულია შვიდი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები