ჟურნალ „ბილდის“ ვებგვერდზე ოლიმპიური მედლების ჩამონათვალში რუსეთის ნაკრები არ არის მითითებული

პოპულარული გერმანული ჟურნალის, „ბილდის“ ვებგვერდზე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მედლების ჩამონათვალში რუსეთის ნაკრები არ არის აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ მედლების საერთო რაოდენობით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი გავიდა, ხოლო რუსეთის ნაკრებმა მეოთხე პოზიცია დაიკავა. გერმანიამ მედლების რეიტინგით რიოში მეხუთე ადგილი აიღო.
ამ ფაქტმა რუსი ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც წერენ, რომ „ასეთ რამეს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის მედია თუ გააკეთებდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები