მდინარე არაგვზე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა – გრაფიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დაკავებული პირები სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდნენ.
სუს-ის ინფორმაციით, სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებულნი იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.
გთავაზობთ სუს-ის მიერ დამზადებულ აღნიშნული მონაკვეთების გრაფიკულ გამოსახულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები