პაკისტანის უშიშროების ძალებმა 6 ტერორისტი მოკლეს

პაკისტანის უშიშროების ძალებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 6 ტერორისტი მოკლეს. ოპერაცია ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ანტიტერორისტული ოპერაცია პაკისტანის ძალებმა ქალაქ პეშავარის სიახლოვეს გასულ კვირას დაიწყეს. სახმელეთო ძალების გარდა, მასში ავიაციაც მონაწილეობდა. ავღანეთში მოქმედი რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” „ბოევიკები“ ხშირად გადადიან პაკისტანის ტერიტორიაზე და იქ ტერორისტულ აქტებს აწყობენ. პაკისტანი ამ დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას 2014 წლიდან ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები