ოსლოს საკონცერტო დარბაზში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

15 ადამიანი დაშავდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს საკონცერტო დარბაზ Sentrum Scene-ში ჭერის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ინციდენტი ამერიკელი კომპოზიტორისა და მომღერლის სტივ აოკის კონცერტის დროს მოხდა.
ჭერი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც დარბაზში 1800 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც სააგენტო NTB-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა, დარბაზში „სრული ქაოსი იყო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები