ეუთოს დამკვირვებლებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი გაუხსნეს

აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქში ეუთოს სადამკვირვებლო კომისიას ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტი ქალაქ ლუგანსკიდან 65 კილომეტრში მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დამკვირვებელთა ხუთკაციანი ჯგუფი უპილოტო საფრენი აპარატის მართვით იყო დაკავებული, როდესაც მათ დაახლოებით 50 მეტრში მდებარე ტყიდან, სავარაუდოდ, ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები