უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს“,- აღნიშნავენ სასაზღვრო პოლიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები