გერმანია შვეიცარიის საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს

გერმანია შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება ბერლინმა მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად მიიღო. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა ული მაუერმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „გერმანია იქ ჩასვლის მსურველ ყველა მიგრანტს აღარ მიიღებს“.
ეს ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ამ უწყების ცნობით, საზღვარზე დამატებით 90 მესაზღვრე და 40 პოლიციელი განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები