თურქეთის ტერაქტში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდია

თურქეთის სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდია. როგორც “ბი-ბი-სი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
გამოცემის ცნობით, თვითმკვლელს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა. თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისას და თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს.
შეგახსენებთ, რომ გაზიანთეფში აფეთქება ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა. ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები