თურქეთში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხი 50-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვმა კი 100-ს მიაღწია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.
თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისას და თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს.
შეგახსენებთ,რომ გაზიანთეფში აფეთქება ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები