ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა 300 მიგრანტი გადაარჩინეს

 

მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 300 მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი ნავი, რომელიც ლიბიის სანაპიროდან იტალიის მიმართულებით მიცურავდა, ამობრუნდა და ჩაიძირა. მაშველებმა ხუთი დაღუპულის, მათ შორის ორი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები