კალიფორნიაში მეხანძრეებმა ტყის ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს
აშშ-ის კალიფორნიის შტატში მეხანძრეებმა ტყის ხანძრის ლოკალიზემა მოახერხეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მეხანძრეეების წარმატებულმა მოქმედებამ სან-ბერნარდინოს საგრაფოში მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცა. ხანძრის დაწყებიდან საერთო ჯამში 96 სახლი განადგურდა.
ხანძრის გამო 82 ათასი ადამიანი იყი ევაკუირებული. ცეცხლის ჩაქრობაში 700-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა.