ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი და გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა. ხიდის სიგრძე 430 მეტრია და ის 300 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. ხიდის სიგანე 6 მეტრს შეადგენს. საფეხმავლო ხიდი ჩჟანძანზეს ეროვნულ პარკში ორ კლდეს აკავშირებს. ამ პარკში მხატვრული ფილმის, „ავატარის“ გადაღებები მიმდინარეობდა.
ხიდის მშენებლობაზე 3,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ის 99 გამჭვირვალე ფილისგან შედგება, რომლებიც სამფენიანი შუშისგან არის დამზადებული.
14088956_10206621593450148_847842473_n 14089483_10206621593530150_1889143691_n 14030992_10206621593490149_1091478161_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები