ფილიპინებში მაოისტ ამბოხებულებთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს განცხადებით, მაოისტ პროკომუნისტურ ამბოხებულებთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც კვირიდან შევა ძალაში.
ცეცხლის შეწყვეტა ფილიპინების მთავრობასა და მაოისტ ლიდერებს შორის ნორვეგიაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რამდენიმე დღის წინ კი ფილიპინების ხელისუფლებამ ციხიდან 17 მაოისტი ლიდერი გაათავისუფლა. ფილიპინელ კომუნისტებთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ქვეყნის პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები