ლონდონის მეტროპოლიტენი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს

ლონდონის მეტროპოლიტენის ორ ხაზზე მატარებლები 24 საათის განმავლობაში იმოძრავებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მატარებლები ღამის საათებში Victoria და Central-ის ხაზებზე იმოძრავებს. მათ შორის შუალედი 10 წუთი იქნება. საწყის ეტაპზე 24-საათიანი მოძრაობა დასვენების დღეებში განხორციელდება. 2017 წლის ბოლომდე ლონდონის მეტროპოლიტენის ყველაზე ხაზზე მატარებლები 24 საათის განმავლობაში ივლის.
კომპანია Transport for London-ის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის 24 საათიანი ფუნქციონირებისგან მოგება 2030 წლისთვის 6,4 მილიარდ ფუნტს შეადგენს და ამის შედეგად დამატებით 500 ათასი ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები