იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მიაკოსთან 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პარასკევს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, იბარაკის პრეფექტურაში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები