ფლორიდაში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების ახალი კერა აღმოაჩინეს

აშშ-ის ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ „ზიკას“ ვირუსის გავრცელების ახალი კერა აღმოაჩინა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. ციებ-ცხელების გავრცელების ზონა მაიამი ბიჩის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს.
შტატში ინფიცირებულ ადამიანთა საერთო რაოდენობა 36-ს შეადგენს. ფლორიდა ამჟამად ერთადერთი ამერიკული შტატია, სადაც ვირუსი გავრცელდა.
შტატის ხელისუფლება შიშობს, რომ „ზიკას“ გავრცელების შესახებ ინფორმაცია ტურისტებს დააფრთხობს. ფლორიდის ეკონომიკა ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
ვირუსის გადამტანი კოღოების გასანადგურებლად პესტიციდები და სპეციალური ხაფანგები გამოიყენება. მოსახლეობას კოღოების დაფრთხობის საშუალებებსაც ურიგებენ.
ცნობისთვის, 9 ივლისს ფლორიდაში „ზიკას“ ციებ-ცხელებით დაავადებული მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები