აზერბაიჯანში ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო რამდენიმე პირი დააკავეს
აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო რამდენიმე პირი დააკავა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პროკურატურა და უშიშროების უწყება იუწყება.
“დაკავებულებს გიულენის მოძრაობის ლიტერატურა, კომპიუტერის დისკები, ასევე სხვადასხვა საბუთები აღმოაჩნდათ, რომლებიც მოძრაობასთან კავშირს ადასტურებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში უნივერსიტეტ „კავკაზის“ 50 თურქ პედაგოგს კონტრაქტი არ გაუგრძელდა. უნივერსიტეტი გიულენთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი და ის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა.