თურქეთის პარლამენტმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას. ის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაყინული იყო. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეთანხმების მიხედვით, ისრაელმა თურქეთს კომპენსაციის სახით 20 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. აღნიშნული თანხა ისრაელმა 2010 წელს ღაზას სექტორთან მომხდარი ინციდენტის გამო უნდა გადაიხადოს, როდესაც ბლოიკირებულ სექტორში მიმავალ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ თურქულ გემებეზე ისრაელის სპეცრაზმი ავიდა.
შეიარაღებული დაპირისპირების დროს 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა. ანკარა, თავის მხრივ, „თავისუფლების ფლოტილიის“ ინციდენტში მონაწილე ისრაელელების სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარს აცხადებს. ისრაელს და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას ისრაელმა და თურქეთმა ივლისის ბოლოს მოაწერეს ხელი. ახლა ორ ქვეყანას შორის ელჩების გაცვლაც იგეგმება.