ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსმა პოლ მანაფორტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. გასულ კვირას ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. გამოცემა „ნიუ-იორკ-თაიმსმა“ ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისგან, ვიქტორ იანუკოვიჩისგან ფულის უკანონო მიღებაში დაადანაშაულა. 67 წლის მანაფორტი მანამდე ჯონ მაკკეინის, ბობ დოულის და ჯორჯ ბუშის საარჩევნო კამპანიების აქტიური წარმომადგენელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები