ხატია დეკანოიძე – პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიებაში სერიოზული პროგრესი არ შეინიშნება. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. ამასთანავე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ წინასასამართლო გამოძიების პროცესში ის გამოძიების დეტალების გამჟღავნების წინააღმდეგია და კიდევ „დიდი სამუშაოა შესასრულებელი“.
პაველ შერემეტი კიევში 20 ივლისს მოკლეს. მისი ავტომობილი ქალაქის ცენტრში აფეთქდა. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები