ყირიმში პუტინის ვიზიტის გამო უკრაინა საპროტესტო ნოტას ამზადებს

ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა მოამზადა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

„დღევანდელი ვიზიტით რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს ნორმებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარიანა ბეცამ.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად სამართლებრივ-პოლიტიკურ მოქმედებებს გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები