უკრაინის ანტიმონოპოლიურ კომიტეტს „გაზპრომის“ 3 მილიარდ დოლარად დაჯარიმება სურს
უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა სასამართლო სარჩელი მოამზადა, რომლის მიხედვით რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ჯარიმის სახით 3 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვს. უკრაინა „გაზპრომს“ გაზის ტრანზიტის ბაზარზე მონოპოლიაში ადანაშაულებს. უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა „გაზპრომს“ ამ ჯარიმის გადახდა 2015 წელს დააკისრა. ეს თანხა რუსეთის გაზის მონოპოლისტს 2016 წლის 12 აპრილამდე უნდა გადაეხადა. თავად „გაზპრომის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას არ აწარმოებს. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ის ბუნებრივ აირს უკრაინულ „ნაფტოგაზს“ გადასცემს.