პუტინი ყირიმში უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავიდა, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ახალგაზრდულ ფორუმ „ტავრიდას“ მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს. ეს ფორუმი მისივე ინიციატივით გაიმართა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ყირიმში სამხედრო წვრთნებს მართავს, რისთვისაც ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე დამატებითი ძალებია გადასროლილი.