ერაყში საარტილერიო ცეცხლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, სალადინის პროვინციაში საარტილერიო ცეცხლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე ჭურვი ქალაქ ბაიჯიში დევნილების მიღების ცენტრს მოხვდა. დაჭრილია 35 ადამიანი. ერაყის სამთავრობო ძალების ინფორმაციით, ცეცხლი ალ-შირქათის რაიონიდან გაიხსნა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ალ-შირქათი ქალაქ მოსულის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება.