პოროშენკომ უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება არ გამორიცხა

„უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა გართულდა“, – ამის შესახებ ლვოვის ოლქში სტუმრობისას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პოროშენკომ რუსეთის პოზიცია და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ „ნორმანდიის ოთხეულის“ ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის მტერი ყველანაირად ცდილობს, მინსკის პროცესი ჩაშალოს, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში დაბომბვების ინტენსივობამ იმატა. 10 აგვისტოს რუსეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ ყირიმში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. დივერსიის მომზადებაში მოსკოვმა უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები