აზერბაიჯანმა ბენზინის იმპორტი დაიწყო
აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ბენზინის იმპორტს განახორციელებს. ეს ზომა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბაქოს ნავთობგადამამუშევებელი ქარხანა რემონტის გამო გაჩერდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ასევე ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 92 ოქტანური მარკის მქონე ბენზინზე საბაჟო გადასახადი ორი თვით გაუქმდება. როგორც აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, ბენზინის შეძენა რუსეთსა და რუმინეთში მოხდება. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, იმპორტირებულ საწვავზე საბაჟო გადასახადი იმისთვის გაუქმდა, რომ ბენზინის ფასი უცვლელი დარჩეს.