თურქეთის ქალაქ ელაზიგში დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე, ხოლო დაშავებულთა 224-მდე გაიზარდა
ბოლო ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ელაზიგში პოლიციის შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 224 დაიჭრა. დაჭრილთა შორის 85 პოლიციის ოფიცერია. რამდენიმე დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაშია. მომხდარის გამო ქალაქ ელაზიგში დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩავიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერცერთი ტერორისტული დაჯგუფება თურქ ხალხს ვერ დაამარცხებს.
თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა მოაწყვეს. ქურთმა „ბოევიკებმა“ თავდასხმები დღეს აღმოსავლეთ თურქეთის სხვა რაიონებშიც მოაწყვეს.