აღმოსავლეთ თურქეთში თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ოთხი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ თურქეთის ბითლისის პროვინციაში მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ქალაქ ჰიზანში სამი ჯარისკაცი გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. ისინი ტერაქტის მომენტში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ქალაქ ნაზარის მახლობლად კი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, პროვინციაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.