თურქეთში პოლიციის შენობასთან აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
თურქეთის ქალაქ ელაზიგში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზრდა. 14 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. აფეთქება პოლიციის შენობასთან მოხდა და მას პოლიციის სამი ოფიცერი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ქალაქ ელაზიგში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩავიდა. მან განაცხადა, რომ ვერცერთი ტერორისტული დაჯგუფება თურქ ხალხს ვერ დაამარცხებს. თურქეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ტერაქტი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა მოაწყვეს.