ფილიპინების ხელისუფლებამ კომუნისტური დაჯგუფების 12 ლიდერი გაათავისუფლა

ფილიპინების ხელისუფლებამ 12 კომუნისტი ლიდერი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მანილამ ნორვეგიაში, სამშვიდობო მოლაპარაკებამდე, რამდენიმე დღით ადრე მიიღო. მოლაპარაკება მაოისტებთან – პროკომუნისტურ დაჯგუფებასთან უნდა გაიმართოს, რომელიც ფილიპინების ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს.
მაიოსტებთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ფილიპინების ახალი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ბოლოს მოუღებს კონფლიქტს, რომლის მსხვერპლი 40 ათასზე მეტი ადამიანი გახდა. საერთაშორისო უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ფილიპინების ციხეებში, საერთო ჯამში, 500 ამბოხებული იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები