სტამბოლის აეროპორტში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი დაფრინდა
სტამბოლის აეროპორტში ავიაკომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავი ავარიულად დაფრინდა. CNN Turk-ის ცნობით, ლაინერის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, A-330 სტამბოლიდან დოჰაში მიფრინავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.