„ვოლვომ“ და Uber-მა უპილოტო ავტომობილების გამოშვების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
კომპანიებმა „ვოლვომ“ და Uber Technologies Inc-მა ხელი მოაწერეს 300 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს უპილოტო ავტომობილების შესაქმნელად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ხელშეკრულების მიხედვით, უპილოტო ავტომობილი XC90 SUV-ის ბაზაზე შეიქმნება. უპილოტო ავტომობილების შექმნაზე ამჟამად სხვა ავტომწარმოებლებიც მუშაობენ. მათი გამოყენება, ძირითადად, ქალაქებში მგზავრთა გადასაყვანად იგეგმება.