ვენესუელის დედაქალაქში 2 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი გაანადგურეს (ფოტოკოლაჟი)
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში პოლიციამ 2 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. იარაღის განადგურება მოსახლეობის წინაშე, კარაკასის ცენტრალურ მოედანზე მოხდა.
როგორც ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნესტორ რევეროლმა განაცხადა, იარაღის განადგურება და მოსახლეობისგან მისი ამოღება კრიმინოგენული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ხდება. სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად ვენესუელა მკვლელობების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. დამნაშავეები ხშირად იარაღს პოლიციისგან იტაცებენ, ან მას კორუმპირებული სამართალდამცველებისგან ყიდულობენ. ნავთობზე ფასების კლების გამო ვენესუელაში ამჟამად უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია, რაც კრიმინოგენულ მდგომარეობას ართულებს.