აშშ-მ თურქეთიდან ბირთვული იარაღის გატანა დაიწყო

ევროპული ინტერნეტგამოცემის, EurActiv-ის ინფორმაციით, აშშ-მ თურქეთიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გატანა დაიწყო. ამას გამოცემა ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუარესებას უკავშირებს.
ინტერნეტგამოცემის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია ტექნიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე რთულია. ბირთვული იარაღი აშშ-ს თურქეთიდან რუმინეთში გადააქვს. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ვაშინგტონი თურქეთს ბირთვული იარაღის შენახვას ვეღარ ანდობს.
EurActiv-ის ინფორმაციით, მხოლოდ ინჯირლიყის სამხედრო ბაზაზე აშშ-ს „ცივი ომის“ პერიოდიდან 50 ერთეულამდე ბირთვული იარაღი ჰქონდა დარჩენილი. ეს ბაზა სირიის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
კიდევ ერთი ვერსიით, ვაშინგტონი შიშობს, რომ ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს და თურქეთიდან მისი გატანის გადაწყვეტილება სწორედ ამით აიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები