შსს-მ სალოცავის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანხადუში მდებარე სალოცავი გაქურდეს.
სამართალდამცველებმა სალოცავიდან მოპარული ნივთები – ვერცხლის სხვადასხვა სახის 79 ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები