თურქეთში, პოლიციის შენობასთან, აფეთქება მოხდა

თურქეთის ვანის პროვინციაში, პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტერაქტი ირანის საზღვართან მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი და დაიჭრა 70-ზე მეტი ადამიანი.
სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთის პოლიციის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ქურთმა „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები