საფრანგეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი” იუწყება. მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. მატარებელი, რომელიც ქალაქ ნიმადან მონპელიეში მიდიოდა, რელსებზე წაქცეულ ხეს დაეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები