სააპელაციო სასამართლოში „ცენტრისტების“ შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის პარტია „ცენტრისტების“ შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელის განხილვა ხვალისთვის გადაიდო.
მიზეზი მოსამართლის მიერ ბედუკაძის წარმომადგენლის მიმართ დაყენებული მოთხოვნა გახდა, რომლის მიხედვითაც მხარემ უნდა წარმოადგინოს საჯარო რეესტრის დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პარტიას არ ჰყავს თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც “სამართლიანმა არჩევნებმა“ სამართლებრივი დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევისთვის პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ დაჯარიმებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები