რას აცხადებენ პროკურატურაში ლადო ბედუკაძისთვის დაცვის მოხსნის თაობაზე

მთავარმა პროკურატურამ ციხის კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებს თავად ბედუკაძემ მიაწოდა.
„კვირა“ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ ინფორმაცია საჯარო არ არის და უწყება კომენტარს ვერ გააკეთებს.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო და აქედან გამომდინარე საქართველოს პროკურატურა კომენტარს ვერ გააკეთებს“,-აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს დაცვა ყოფილი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით დაენიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები