გია ვოლსკი: პოლიტიკური სკანდალის გაკეთება მაინც და მაინც ვაჟკაცური საქციელი არ არის

„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი კვორუმის არ არსებობის გამო ბიუროს სხდომის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცობა არ არის.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასწრება გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო ვერ მოახერხა.

“დღეს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი დამატებითი ამოცანა გვქონდა შესასრულებელი, ბოლო შტრიხები იყო გასავლელი… ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მე დილასვე გავაფრთხილე საორგანიზაციო განყოფილება, ვისაც, ალბათ, უნდა მოეხსენებინა თავმჯდომარისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე მესაუბრა რამდენიმე დღის წინ და ორშაბათზე შევთანხმდით, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი გეგმა შეგვეცვალა ბოლო პერიოდში – მეგობრებთანაც ვერ წავედი, საინტერესო შეხვედრა გამოვტოვე – ხდება ასეთი რამე ცხოვრებაში და ამისგან პოლიტიკური სკანდალის გაკეთება, ვფიქრობ, მაინც და მაინც ვაჟკაცური საქციელი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები