გია ვოლსკი ლადო ბედუკაძეზე“: გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ

გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ ლადო ბედუკაძის პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებისას განუცხადა.
ვოლსკის აზრით, „ცენტრისტები“ არ უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა როგორც დეპუტატი ამბობს, ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.
“ვფიქრობ, “ცენტრისტებისგან” შევქმენით, ტალახისგან ავაგეთ მონუმენტი და უნდათ ახლა, ამ მონუმენტს დაეტაკონ და გადაანგრიონ, რაც ძალიან ადვილია. საერთოდ, ნულს ქვემოთ რეიტინგის მქონე რამდენიმე ადამიანი წამოწიეს, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობა” აქტიურობს. ვფიქრობ, არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ მაინც სარჩელი. თუმცა, გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას, პრინციპში, ამდენი დრო დავუთმეთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები