გიორგი კვირიკაშვილი: ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის შექმნილია თანაბარი პირობები

პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით აპირებს გამარჯვებას.
როგორც პრემიერმა მთაწმინდის პარკში, თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პროცესები წარიმართოს მშვიდად, გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით.
„მთავარია, რომ შექმნილია თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და არ ხდება ამომრჩეველთა შანტაჟი და დაშინება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმით, გამარჯვება იქნება დამაჯერებელი, იმის მიუხედევად, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
„ეს ბარიერი ჩვენი აწეულია და ავწიეთ იმიტომ, რომ დეპუტატებს რაც შეიძლება მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ. ამით ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს გასამარჯვებლად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები