„ქართული ოცნება“ მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ კანდიდატურას არ აყენებს

„ქართული ოცნება“ თბილისში, მთაწმინდის 1-ელ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ აქ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს იყრის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.
„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას დაუჭერს მხარს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პირველი პრეცედენტია.
გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები